არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც თავის ცინიზმით და თავხდეურობით პრემია-დანამატების ყბადაღებულ თემასაც გადაუსწრო!

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესებს მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს შეასწავლიან, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ საყურადღებოა, რადგან საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთ ფაქტს.

-„ ამ ინფორმაციამ ბევრი, მათ შორის მეც, ხუმრობის ხასიათზე დაგვაყენა, მაგრამ ეს ნამდვილად არაა სახალისო თემა. საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთ ფაქტს, რომელმაც თავის ცინიზმით და თავხდეურობით პრემია-დანამატების ყბადაღებულ თემასაც გადაუსწრო. მით უმეტეს წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ხდებოდეს ქვეყანაში, რომლშიც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხოლო ყოველი მეექვსეს გამოკვებაზე საარსებო მინიმუმი იხარჯება. იმედი მაქვს საკრებულო საგანგებოდ იმსჯელებს ამ საკითხზე და ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას შეიტანს.

რაც შეეხება კორპუსების და ამხანაგობების თავმჯდომარეების თემას, რომელთა არჩევნებში გამარჯვებისთვის გამოყენება ამჯერად უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ხდება, ესეც ძალიან სამარცხვინო ფაქტია. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეში საოცრად დაემსგავსა ნაციონალურ მოძრაობას და ეს მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება – ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის”.

ვიდეო იხილეთ ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5/

კომენტარის დატოვება