ეს უნდა იგრძნოთ! წადით იქ! საქართველოს მოწყეტილ საქართველოში!

სულ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში ახალგაზრდა ელჩის ანა ლეჟავას ინიციატივით „ფაბრიკას“ დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო, რომელშიც მონაწილეობს იღებდა თბილისის თანამედროვე ბალეტი. საქველმოქმედო ღონისძიება ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. მოსულ სტუმრებს ბილეთის ნაცვლად სათამაშო, წიგნი ან ტანსაცმელი უნდა მიეტანათ.

საბალეტო დასის წარმოდგენამდე იქ შეკრებილ საზოგადოებას ანა ლეჟავამ და თემო მინდორაშვილმა მიმართეს.

15310365_1307864139265283_94146235_n 15319535_1307863192598711_1768444344_n

მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ საზღვრისპირა სოფლებს დიდი ყურადღება სჭირდებათ.

დღეს კი ახალგაზრდებმა შეგროვილი საჩუქრები საზღვრისპირა სოფლებში წაიღეს.

თემო მინდორაშვილი:

-„დღეს ყველაფერმა ვფიქრობ კარგად ჩაიარა,  საზღვრისპირა სოფლებში უამრავი წიგნი, სათამაშო და ტანსაცმელი ჩავიტანეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ყველას უნდოდა რარაც საჩუქარი შეხვედროდა… ამ საქმეს რომ მოვრჩით, ბავშვებთან ერთად ვიგუნდავეთ, მოკლედ, უამრავი ადამიანის გული გავახარეთ, თუმცა ეს არაა ყველაზე მთავარი, არც ისაა ყველაზე მთავარი, რომ უამრავი ბავშვი გაცილებით მეტი სათამაშოთი ითამაშებს, არც ის, რომ ზოგს თბილი ტანსაცმელი ექნება ანდაც რამოდენიმე წიგნით მეტი, არც ის, როგორ გავიხარეთ ჩვენ, არც ის, რომ კიდევ ერთხელ ვიყავი იქ და “გიყურებთ ტვინებსა და გულებს” იქაურობაზე საუბრით. არაა ეს ყველაფერი მთავარი, მთავარი ისაა, რომ ვიღაც იქ, მერეთში ან ზარდიაანთკარში დღეს ამ ყველაფრიდან გამომდინარე მშვიდი ძილით დაიძინებს შინ, ისევე როგორც ვიღაც აქ, თბილისში, იმიტომ რომ…როგორ გითხრათ…ვერ გეტყვით, უნდა იგრძნოთ. წადით იქ! საქართველოს მოწყეტილ საქართველოში!“

ახალგაზრდებს გვერდიდან არ მოსცილების მარინა კობალაძე, რომელმაც ყველა ოჯახის მდგომარეობა იცის და ყოველთვის ცდილობს მათ გვერდით იყოს.

marina

სწორედ, მთავარი ისაა, რომ იმ ადამიანებმა დღეს ყურადღება იგრძნეს, დღეს ამ ახალგაზრდებს გული გადაუშალეს და მიეცათ იმედი, რომ ასეთი ახალგაზრდების შემხედვარე სხვაც მიბაძავს, სხვაც ჩავა და თუნდაც უბრალოდ, მოიკითხავს და კეთილი ღიმილით გაუღიმებს…

ანა, თემო და მისი მეგობრები უდიდეს მადლობას იმსახურებენ, რადგან მათ ესმით, მათ სტკივათ და უხარიათ ხალხის ტკივილი და სიხარული…

ამას ვერ გაიგებ, ვერ შეიგრძნობ თუ ერთხელ მაინც არ ჩახვედი მათთან, არ ჩახედე ამ ბავშვებს თვალებში, არ გაესაუბრე მოხუცებს და არ იგრძენი ის, რაც უნდა იგრძნო…დანარჩენს კი ეს ფოტოები გიამბობენ:

15310380_1307863189265378_1442798757_n 15310612_1307861762598854_775869934_n 15310694_1307863212598709_2068710107_n 15319345_1307861602598870_511026327_n 15319535_1307863192598711_1768444344_n 15319605_1307861612598869_2039464305_n 15328318_1307863972598633_836513005_n 15355883_1307861499265547_2030535214_n 15355985_1307861509265546_352973255_n 15356062_1307863062598724_116105839_n 15356842_1307861625932201_1780670636_n 15356954_1307863079265389_1200910707_n

 

 

კომენტარის დატოვება