გიორგი ვოლსკი: ეკატერინე ტიკარაძე კოვიდის პირველი დღიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს – საკითხების განხილვის დროს, მას საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები ჰქონდა

ეკატერინე ტიკარაძე ჩვენი გუნდის წევრია, ის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უკვე რამდენი ხანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის არსად წასულა და პარტიის პოლიტსაბჭოში იქნება.

„უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი და აი ამ დროს კოვიდი – ამდენი მსხვერპლი, გადაღლილობა, ეს მგონია მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, ეს ჩემი აზრია. რა მოხდა და როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით თავად ქალბატონი ეკატერინე ისაუბრებს. თუმცა ის არსად წასულა. პოლიტსაბჭოს წევრია, საკმაოდ ქმედითია, საკითხების განხილვის დროს, მას საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები ჰქონდა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.