საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 574 ადამიანი.