დღე, რომელიც დიდი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში

სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკა  და „ქალთა საბჭოს“ წარმომადგენლობა დაარსდა.

15319598_1652416958117730_1007887434_n

3 დეკემბერს სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა და „ქალთა საბჭოს“ წარმომადგენლობა დაარსდა. ამ თემაზე სასაუბროდ სტოკჰოლმში „ქალთა საბჭოს“  წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქეთევან ბაღათურიას დავუკავშირდით.

-„2016 წლის 3 დეკემბერი გახდა დღე,  რომელიც დიდი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია დეიზიმ დღევანდელ დღეს ოფიციალურად გახსნა ქართული ბიბლიოთეკა ქალაქ სტოკჰოლმში.

15310552_1652418591450900_2108530016_n

მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტოკჰოლმში  მალხაზ კაკაბაძე და საელჩოს სრული შემადგენლობა, ქართული ეკლესიის მოქმედი მამაო-მამა შიო. ჩართვები განხორციელდა საქართველოდან ,საიდანაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალთა საბჭოს თავჯდომარემ აკადემიკოსმა ქალბატონმა მზექალა შანიძემ, ქალთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან გაბრუაშვილმა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ბატონმა გიორგი კეკელიძემ და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა. უღრმესი მადლობა მათ ამისთვის.

1917591_933380336748050_2754282033318964604_n

ჩამოსულ სტუმრებს წარმოადგენდნენ საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელი ქალაქ გოტებურგიდან ქალბატონი მაია როდონაია, უნიჭიერესი ახალგაზრდები, საქართველო-ნორვეგიის კავშირის თავჯდომარე ქალბატონი თამარ ლორია, წიგნის „ანბანეთის ამბების“ ავტორი ქალბატონი მარიამ ნოდია. მადლობთ მათ თანამშრომლობისა და ნდობისთვის.

15253402_1651389508220475_3468338696700104813_n

ორგანიზაციის თითოეულ წევრს:  ხათუნა კაკურიას

15320245_1652420971450662_1574168545_n

გალინა მამიევას, ხათუნა ხუჯაძეს, მანონი მელაძეს, ხათუნა მანაგაძეს, მზია ელიზბარაშვილს, მანანა დიდებაშვილს, ირმა კაიშაურს ვუხდით უზარმაზარ მადლობას. მინდა თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართო მათ-მეამაყებით! თქვენი თანადგომის და დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მადლობა ჩვენს უნიჭიერეს ახალგაზრდებს,  ჩვენს ხელოვანს ანი ჭინჭარაულს, რომელმაც ასე გაალამაზა საღამო და ჩემს შვილებს – კაროლინსკა უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს სალომე სვანიძეს და უფსალა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს თეონა სვაინიძეს.

15300687_1652422854783807_1035732492_n 15327736_1652421964783896_751472721_n

ჩემი ცხოვრების უერთგულეს თანამგზავრს დავით სვანიძეს,რომელმაც საღამოს მთელი მსვლელობა გადაიღო. მადლობა ნიჭიერ ახლგაზრდა ფოტოგრაფს ნიკა ჩოკოშვილს ამ შესანიშნავი ფოტოებისთვის.

გულითადი მადლობა ყველას.

15300673_1652420418117384_798193345_n

ეს დიდი ქართული საქმეა და ბედნიერი ვარ, რომ ერთი აგური მეც დავდევი საერთო საქმეში”.

უფრო ვრცლად ამ მართლაც კარგი ქართული საქმის შესახებ ყველა ინფორმაციის მიღებისთანავე მოგიყებით.

 

კომენტარის დატოვება