თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილება

„ბუნებრივია, საუბარია არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც. ვფიქრობ, გადაწყვეტილებას, ის იქნება თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მინისტრად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კანდიდატურაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

„დღეს გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რამის თქმა, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ბუნებრივია საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.