პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე: სააკაშვილმა არ მოუსმინა ევროპელებს და არც ამერიკელების მუდმივ გაფრთხილებებს – ამბობდნენ, მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „France 24″-თან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე და სააკაშვილზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში ნიკოლა სარკოზიმ სასარგებლო როლი შეასრულა. ამასთან მან აღნიშნა, რომ ომამდე საასკაშვილმა არ მოუსმინა გაფრთხილებებს, არმოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელებს.

ჟურნალისტის დასმული კითხვა: 2008 წელს, რუსეთთან ომის დროს ვლადიმერ პუტინმა აღიარა სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს გაყინული კონფლიქტია. მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლის შესახებ დღეს ბევრს საუბრობენ. ასევე, იყო ნიკოლა სარკოზი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი. ფიქრობთ, რომ ეს კონფლიქტი მოსკოვთან არასწორად იყო მართული თქვენი ქვეყნისა და ევროკავშირის მიერ?

„არა. არა. იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებდი, რომ ამ კონფლიქტში ნიკოლა სარკოზიმ სასარგებლო როლი შეასრულა, რომელსაც სხვა ვერავინ შეძლებდა; მოსკოვი, რომელიც იმ დროს ორთავიანი იყო, პუტინი და მედვედევი – ორივენი იყვნენ სათავეში, არავინ და არცერთი მათგანი არ აიღებდა თავის თავზე ბრძანების გაცემას სამხედროებზე, რომ შეეწყვიტათ საქართველოში შემოჭრა და დედაქალაქში შემოსვლა. მე მჯერა, რომ მან [სარკოზიმ] თავისი როლი ითამაშა, ცხადია, კონფლიქტი ვერ გადაჭრა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვა – მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა არა? სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა, ზედმეტად საომარ განწყობაზე იყო.

„ყოველ შემთხვევაში, მან არ მოუსმინა გაფრთხილებებს. არმოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელების მუდმივ გამეორებებს, რომლებიც ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ საქართველოში, რომლებიც იმ დროს საკმაოდ იყვნენ ჩართულნი და უპირველეს ყოვლისა, ამბობდნენ, რომ მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისათვის.

არის პროვოკაციები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას, აგრესიულ ქცევას და რომელთანაც ნათელია, რომ არ გვაქვს საშუალება სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ძალაზე უფრო ჭკვიანები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.