სამტრედიის საკრებულოში ახალი ფრაქცია – “სამტრედიელი რეფორმატორები” დარეგისტრირდა

იმედა გოგავა

ფრაქცია “სამტრედიელი რეფორმატორები”-ის თავმჯდომარე

-“რეფორმები, როგორც წესი, კვლავაც აქილევსის ქუსლია სამტრედიისთვის…

რეფორმებმა რკინიგზელთა ქალაქს ტრადიციულად გვერდი აუარა, რადგან ქალაქის მოძველებულ და მოყანყალებულ ლიანდაგზე, უბრალოდ, ვერაფრით შემოეტია…

რეფორმებს მოწყურებული სამტრედიელები კი კვლავ იობის მოთმინებით ელიან ნამდვილ, ჭეშმარიტ, განათლებულ, საქმიან, რისკიან და კრეატიულ რეფორმატორებს….
რეფორმების მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე საუბრით თავს, ამჯერად, ნამდვილად არავის შეგაწყენთ…

რეფორმებით და კრეატიული იდეებით შეიარაღებულ ადამიანებს ძალუძთ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, მუნიციპალიტეტის განვითარება და გამრავალფეროვნება, გაფერადება, გალამაზება და ქალაქისთვის ახალი, მნიშვნელოვანი, ფუნქციის მოპოვება…

რეფორმებად წოდებული მცირე ფსევდოცვლილებების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, ახლა დიდი გარდატეხის, გრანდიოზული და ამბიციური პროექტების, გაცილებით მასშტაბურად აზროვნების და მოქმედებების დროა, სხვაგვარად ვერასოდეს ამოვძვრებით იმ ჭაობიდან სადაც დღემდე უიმედოდ ვართ ჩარჩენილნი…

რეფორმატორებო, ახლა სწორედ ის დროა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეების და მათი განხორციელებისთვის შრომასა და ბრძოლას ალტერნატივა რომ არ აქვს…

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია – “სამტრედიელი რეფორმატორები” დარეგისტრირდა…

რეფორმატორებო, ამ ქალაქის და მისი მომავალი თქვენზეა დამოკიდებული… თქვენზე და სამტრედიელებზე…”

კომენტარის დატოვება