კობა ნაყოფია – შიმშილობა არის ყველაზე არაძალადობრივი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მძიმე პროტესტის ფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე

სხვა გზა არ არის დატოვებული – ეს არის ყველაზე არაძალადობრივი, ყველაზე მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მძიმე პროტესტის ფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის გადაწყვეტილებას, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ.

 

„ეს პროტესტი გაგრძელდება, ეს არის უწყვეტი პროტესტი, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით. ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ეს პროცესი გაგრძელდება. სხვა გზა არ არის დატოვებული, ხელისუფლებას რეალურად არ აწყობს დეპოლარიზაცია, არ აწყობს პოლარიზაციის გრადუსის დაწევა, არ აწყობს შერიგების პროცესი, მათ აწყობთ აი, ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენ გვაქვს დღეს. ამ დროს საზოგადოებაში განწყობა არის აბსოლუტურად სხვანაირი – განწყობა არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და ქვეყანაში დაიწყოს რეალური ცვლილებები. ეს არის ყველაზე არაძალადობრივი, ყველაზე მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მძიმე პროტესტის ფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნაყოფიამ.