ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები – ნებისმიერ პატიმარს, სახელმწიფოს მხრიდან ერთი და იგივე მოპყრობა უნდა ჰქონდეს

მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი იყოს, მას უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პატიმარს, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული.

„როდესაც არსებობს დასკვნა, რომ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას ყოფნა არ ეკუთვნის, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეს სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.