იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მენატრებიან, ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ და გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ „გირჩის“ ლიდერი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და თქვა, რომ „ერთი სული“ აქვს, როდის იხილავს ამ პარტიას პარლამენტში, ისევე, როგორც – შალვა ნათელაშვილს.

„მენატრებიან, ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ და გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლაზე მეტად, თქვენ იცით, რომ ისინი უკვე შემოსულები არიან, ველოდები ბატონი შალვა ნათელაშვილის შემოსვლას, რადგან ხინკალი მაქვს მოსაგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.