ირაკლი ღარიბაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, ჯანო ბაგრატიონმა არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ხელბურთელის, მწვრთნელისა და სპორტის მოღვაწის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ბატონმა ჯანომ არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას. ამავე დროს იგი გახლდათ სამაგალითო მოქალაქე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password