„ომიკრონის” შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ვისაც აქვს ჭარბი წონა, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ომიკრონის“ სუსტი მიმდინარეობა ძირითადად ახალგაზრდებში ფიქსირდება.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს გადააქვთ დაავადება როგორც მარტივი გაციება და ვირუსი სუნთქვის უკმარისობას და ფილტვების დაზიანებას არ იწვევს.

„განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი, ვისაც აქვს ჭარბი წონა, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება ან ონკოლოგიური პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული დაავადება.

ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ ორმაგი პირბადე ან გამოიყენონ რესპირატორი და აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.