დავით სერგეენკო – უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები – რაც შეეხება რეზოლუციას, რომლის წარმოდგენასაც ოპოზიცია აპირებს, ჯერ უნდა ვნახოთ

უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, მითუმეტეს ჩემგან, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გვარად სერგეენკო ვარ და უკრაინა ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქვეყანაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არასდროს გავმდგარვართ გვერდზე, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას უჭირდა, ისევე როგორც ისინი არ გამდგარან გვერდზე, როდესაც ჩვენ გვიჭირდა. ეს არის მოცემულობა, რომელსაც არანაირი გადაფასება არ სჭირდება.

რაც შეეხება რეზოლუციას, რომლის წარმოდგენასაც ოპოზიცია აპირებს, ჯერ უნდა ვნახოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.