პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ხედავს, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ ხანძრებზე რეაგირებაზე – ანა ნაცვლიშვილი

პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ხედავს, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ ხანძრებზე რეაგირებაზე, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ხედვა სამომავლო და გრძელვადიანია.

„დღეს შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც აქ და ახლა ხდება. ცხადია, საუბარი იყო იმაზე, რომ ამ საკითხებსაც სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები და რეაქციები. რაც შეეხება პროცესს, ეს არის უფრო საზოგადოებრივი და პარტიული პროცესი, მათ შორის განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ადამიანებისთვის სივრცე, სადაც იქნება იმის მცდელობა, რომ დაპირისპირებულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები, სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს აღარც კი ვესაუბრებით, ამ ვაკუუმის საპასუხოდ, გარკვეული პროცესი შეიქმნას”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.