“ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი!..

„ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო“ – ასე ეხმაურებიან  ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას პოლიტიკურ მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოში“.

მოძრაობის დამფუძნებელი, კოტე კემულარიას თქმით, კობა კოშაძეს იარაღი არასდროს ჰქონია და მის მიმართ წაყენებულ ბრალდება სიცრუეა.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვას, კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.