გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას მადლობას უხდის

გიორგი გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მიწვევისა და მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა”- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პროკურატურაში მას ბევრი კითხვა დაუსვეს, რომლებსაც პასუხი გასცა.