ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან – ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ზრდის გარე საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობებს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი ჩვენს სხვა პარტნიორებთან, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ შიდა მდგრადობის გაძლიერება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე მნიშვნელოვანია გარე საფრთხეებთან გამკლავების მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს მიმდინარე რეფორმებზე მუშაობა“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.