ნატო-მ არ უნდა განათავსოს ძალები უკრაინაში ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში – იენს სტოლტენბერგი

მოკავშირეები ერთიანი არიან როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე იმ საკითხში, რომ ნატო-მ არ უნდა განათავსოს ძალები უკრაინაში ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ამ კონფლიქტის, ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრებმა დღეს განიხილეს  ყველა ის საკითხი, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას.

„ჩვენ ვხედავთ განადგურებას, ვხედავთ ადამიანების ტანჯვას უკრაინაში, თუმცა ეს შეიძლება, გახდეს უარესი, თუ ნატო მოქმედებებს მიმართავს, რომლებიც ამას ნატო-სა და რუსეთს შორის ფართომასშტაბურ ომად აქცევს.

ნატო-ს მოკავშირეები ერთიანი არიან იმ საკითხზე, თუ როგორ აღმოვუჩინოთ უკრაინას მხარდაჭერა. მინისტრებმა განიხილეს დღეს ეს საკითხი. მათ გააძლიერეს გზავნილი, რომ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მხარდაჭერა განვითარებული აღჭურვილობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და სხვა სახის დახმარებით, თუმცა არა ნატო-ს განთავსებით, საჰაერო სახმელეთო ძალების განთავსებით და ეს არის ნატო-ს მოკავშირეების ერთიანი პოზიცია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა