ოკუპანტ რუსეთთან ფარულად თანამშრომლობა 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება – გერაშენკოს ცნობით, ვლადიმირ ზელენსკიმ ახალ კანონს მოაწერა ხელი

გერაშენკოს ცნობით, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ოკუპანტ რუსეთთან ფარულად თანამშრომლობის შესახებ” სისხლის სამართლის კანონს, რომელიც 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-1  მუხლი „თანამშრომლობითი საქმიანობა“, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას „აგრესორ სახელმწიფოსთან და მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან ან მის სამხედრო ან გასამხედროებულ ფორმირებებთან სამხედრო, პოლიტიკურ ფორმირებაში თანამშრომლობა , საინფორმაციო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და შრომით სფეროებში“.

ასევე, აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლი სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამდებობების დაკავების, სხვადასხვა დონის არჩევნებში კანდიდატის, დამკვირვებლის, საარჩევნო კომისიის წევრებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების რწმუნებულების მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს .