CNN – სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა ვლადიმირ ზელენსკის უთხრა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის „აშკარა შესაძლებლობა“ არსებობს

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ ზელენსკის უთხრა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის „აშკარა შესაძლებლობა“ არსებობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს „უფრო მშვიდი განცხადებების“ გაკეთებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვა საფრთხეს განსხვავებულად ხედავს. ზელენსკის თქმით, პანიკას ეკონომიკაზე ექნება გავლენა.

„ანონიმური წყაროები სიცრუეს ავრცელებენ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნიმ.