ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – კრემლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს პარტნიორებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარება და რუსეთის შესაძლო შეჭრა იყო. ორივე პალატაში ორპარტიული თანხმობაა ნატოელი მოკავშირეების გაძლიერებასა და უკრაინის დახმარებაზე.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინის, განცხადებით კრემლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პარტნიორებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

„კრემლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს პარტნიორებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. ასევე დიდი ხნის სათუთ ოცნებას და ამერიკის ორპარტიულ პოლიტიკას – ვიზრუნოთ ერთიან და თავისუფალ ევროპაზე. ვამაყობ, რომ ვარ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აქტის თანასპონსორი. ეს კანონი უზრუნველყოფს ჩვენს უკრაინელი პარტნიორების აღჭურვას, საკუთარი თავის დასაცავად, ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. გააფართოებს სანქციებს რუსეთის ფინანსურ და ენერგეტიკის სექტორზე, რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებზე და სამხედრო პირებზე,” – განაცხადა ბენ კარდინიმ.