ვლადიმირ პუტინი ბოროტების იმპერიის განახლებას ცდილობს, ამისთვის გააკეთა მან ის რაც გააკეთა, როდესაც საქართველოში შეიჭრა – ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარება და რუსეთის შესაძლო შეჭრა იყო. ორივე პალატაში ორპარტიული თანხმობაა ნატოელი მოკავშირეების გაძლიერებასა და უკრაინის დახმარებაზე.

საქართველო ახსენა ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ, როჯერ უიკერიმ. მისი განცხადებით, რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, ახლა კი ვლადიმერ პუტინი ამ ბოროტების იმპერიის განახლებას ცდილობს.

„მე ასევე უნდა ვახსენო საქართველო, რომელშიც 2008 წელს, უკანონოდ, რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი შეიჭრა. რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. ზოგიერთი დიპლომატი ურჩევდა, ეს არ ეთქვა. ევლადიმირ პუტინი იმ ბოროტების იმპერიის განახლებას ცდილობს. ამისთვის გააკეთა მან ის რაც გააკეთა დნესტრისპირეთში, რაც გააკეთა 2 პროვინციაში, როდესაც საქართველოში შეიჭრა და ეს არის მისი შეჭრის საფრთხის მიზეზი, სუვერენულ უკრაინაში,“ – განაცხადა როჯერ უიკერიმ.