იაგო ხვიჩია – არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ

არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის ნაწილის უკრაინაში ჩასვლის თემაზე საუბრისად განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, უკრაინისადმი მხარდაჭერის პოლიტიკური აქტი თავად ხელისუფლების მხრიდან უნდა ხორციელდებოდეს, „რადგან მოგვწონს თუ არა, ქართველი ხალხის ნებას ხელისუფლება გამოხატავს და მისი მესიჯი უფრო მძლავრია“.

„კიევში წასვლას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურ აქტს, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლები მხარდაჭერას კიევში ჩასვლით გამოხატავდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ან კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან რომ ჩავლენ, დაისვენებენ და ჩამოვლენ, ამას მხარდაჭერასთან დიდი კავშირი არა აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.