,,კირკიტაძეს ფიზიკური ძალადობა ადრეც ახასიათებდა” – გია ვოლსკი

„ქართული ოცნების” საპარლამენტო ლიდერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მისთვის უცნობია შეუწყვიტავს თუ არა პარლამენტი დავით კრიკიტაძეს უფლებამოსილებას. მისი თქმით, ენმ-ს წევრი ფიზიკურ დაპირისპირებაში შემჩნეული არაერთხელ ყოფილა.

პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას საკმადო უხეშ ფორმებში. ფაქტია, რომ დანაშაული ჩაიდინა და ფაქტია, რომ ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დანაშაულს. საერთოდ ეს ფიზიკური ძალადობა მას ადრეც ახასიათებდა, – თქვა ვოლსკიმ.

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც დავით კირკიტაძის და კიდევ ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ იუწყება. საუბარია 24 ოქტომბერს რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე.