დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

სხდომას ენმ-ის წევრი ესწრებოდა, თუმცა მან დარბაზი მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დატოვა.

ცნობისთვის, საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.