ვაკვირდებით რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის – აშშ-ის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, რათა გაიგოს,რომ  მზად არის თუ არა საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის. ამის შესახებ დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“  ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა აფასებს იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ აშშ-სთან ერთად სამხედრო ოპერაციებში შეიტანა, თუმცა სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაისთვის ქვეყანამ “ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს”.

„სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, – განმარტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.