ილჰამ ალიევი – მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ

მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ ქადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაატარა, საიდანაც თურქეთმა 8,5 მილაირდი კუბური მეტრი მიიღო, ხოლო იტალიამ კი თითქმის 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტების მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პირდაპირი მონაწილეობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების – თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს. ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა ალიევმა.

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე.