გივი მიქანაძე: ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა.

„ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთელ საზოგადოებას ატყუებდა და არაერთი ტელეეთერი არსებობს, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ის უნდა იყოს თავისი პარტიის გვერდით და ამ არჩევნებისთვის მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია. რეალურად, ნახეთ, რომ ის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციაზეა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის არის დაპირისპირება, ბევრ პოზიციაში უთანხმოება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.