გერმანიის კანცლერი: გერმანია და მისი მოკავშირეები მზად არიან, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

გერმანია და მისი მოკავშირეები მზად არიან, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახევ  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ. შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ევროპაში ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ძალიან მკაფიო შეთანხმება გვაქვს. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ძალიან მტკიცედ ვიმოქმედებთ, თუ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი განიხილება. ჩვენი პასუხი ერთიანი და მტკიცე იქნება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.