,,ეს ოპერაცია გაიწელა” – ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის არ ელოდა რომ რუსეთის ,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში ამდენხანს გაიწელებოდა.

ლუკაშენკომ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ,,ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად”.

,,საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, გეგმის მიხედვით მიდის, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვფიქრობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაიწელა”, – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მისი წყალობით დაიწყო.

,,ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჭეშმარიტად, ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.