დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის სრუალიად ახალი ფურცელი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში

   “დემოკრატიული მოძრაობისერთერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარტიის ახალი ინიციატივის, უბლოკო საქართველოს შესახებპირველ პრესკლუბშიისაუბრა.

მისი  განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის დაკონონების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს ახალი, უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა საგარეო მიმართულებით.

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ინიციატივით, რათა საქართველოს კონსტიტუცის მე-7 თავს დაემატოს ახალი მუხლი, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს არჩევანთან, უბლოკო სტატუსით მიიღოს მონაწილეობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. უბლოკო სტატუსი ეს ნიშნავს, რომ საქართველო უარს აცხადებს ნებისმიერ ალიანსში გწევრიეანებაზე, იქნება ეს სამხედრო კოალიცია, სამხედრო ბლოკი NATO თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო პოლიტკური ალიანსი. ეს არის სრუალიად ახალი ფურცელი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2-3 დღეში ვიწყებთ აქტიურ კამპანიას მოსახლეობის ხელისმოწერისათვის. უბლოკო სტატუსი საქართველოს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს იმგვარად, რომ მან პარტნიორული, მათ შორის, სამხედრო პარტნიორული ურთიერთობები ნებისმიერ ცალკეულ სახელმწიფოსთან, ჩვენი პრიორიტეთით განსაზღვრული უფლებით განვახორციელოთ, იქნება ეს რუსეთის ფედერაცია თუ ევროკავშირის სახელმწიფო. არ ვიქნებით შეზღუდული საგარეო ურთიერთობებში. ეს არის დეოკუპაციის განმსაზღვრელი უმთავრესი ინიციატივა. ეს ინიციატივა განსაკუთრებული შესაძლებლობების წინაშე დაგვაყენებს” – განაცხადა  ლორთქიფანიძემ.

პარტიის ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება უახლოეს დღეებში დაიწყება. პარტიის წევრები იმედს გამოსთქვამენ, რომ უბლოკო საქართველოს დაკანონებას საქართველოს მოქალაქეები  მხარს დაუჭერენ.

 

კომენტარის დატოვება