გვენეტაძეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წვვრს ლაშა გვენეტაძეს, მის ძმას, შოთა გვენეტაძეს და მათ მეგობარს, შიო ჯანელიძეს პატიმრობა შეეფარდათთ.

გიორგი ქაშაკიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე, ბრალდების ნაწილში დუმილის უფლება გამოიყენეს. ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, 7-დან 10 წლამდე.

ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართა ერთად პირი მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძეს, ბრალეულობის დამტკიცების გამო, სამსახურეობრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.

კომენტარის დატოვება