„ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე” – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს:

„ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია.”