მიხეილ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულია? – „ვივამედის” ცნობა

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.

დღეს უფლებადამცველებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ორი ცნობა წარუდგინეს – ერთი, „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ცნობა და მეორე ცნობა „ვივამედიდან“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს და შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს.

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 14 ნოემბერს ჩანიშნა.