ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში ყოფნაზე: ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული ფაქტი მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების ფაქტის კიდევ ერთხელ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო.

„სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და მათ წარმოედგინათ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო. შევარჩიეთ ის დრო, მომენტი, როდესაც სააკაშვილი ბინაში მარტო იყო. აქედან გამომდინარე, ის რაც ვთქვით, გავაკეთეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.