ელიავას ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია – დაიწვა 1 000 – 1 500 კვ.მ ფართობი

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალებს უკიდია.

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ევაკუაცია გამოცხადდა.