საგამოძიებო კომისიის შექმნის განსაკუთრებული საჭიროება ჩემთვის უცნობია – თუ ვინმე დამატებით არგუმენტებს მომაწვდის, გავაანალიზებ – დავით სერგეენკო

საგამოძიებო კომისიის შექმნის განსაკუთრებული საჭიროება ჩემთვის უცნობია – თუ ვინმე დამატებით არგუმენტებს მომაწვდის, გავაანალიზებ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურები თავის საქმეს ისედაც აკეთებენ.

,,ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგანაც საგამოძიებო სამსახურები თავის აკეთებენ. ამიტომ. კომისიის შექმნის განსაკუთრებული საჭიროება ჩემთვის უცნობია. თუ ვინმე დამატებით არგუმენტებს მომაწვდის, რა თქმა უნდა გავაანალიზებ. როცა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შემდგომში ახლა მიმდინარე პროცესი, რომელიც მოიაზრებს მის მოდერნიზაციას, პარლამენტის წევრებმა გამოხატეს სრული ნდობა და მე არანაირი სურვილი არ მაქვს რომ გადავამოწმო” – აღნიშნავს სერგეენკო.