,,ლეიბორისტული პარტია” და პირადად მე ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამთ დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინებიც კი აღარ ამოძვრნენ – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტია” და პირადად მე ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამთ დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინებიც კი აღარ ამოძვრნენ – ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა,  შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.

ოლიგარქ ივანიშვილის პირადი დიქტატურად იღებს უპრეცედენტო სახეს. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი იმის გამო, რომ წელს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბების და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არცერთ ეპოქასა და ქვეყანაში არ მომხდარა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. ნახეთ, როგორ ეშინია ჩვენი, როგორ ეშინია ერთი დეპუტატის.

ლეიბორისტული პარტია და პირადად მე ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგავთ დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინებიც კი აღარ ამოძვრნენ. ამას ვპირდები ოლიგარქს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში პირველი საკითხი იქნება ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის საგამოძეიბო კომისიის შექმნა” – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.