სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება

დღეს პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, იზრდება რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ თუ კი აქამდე ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 2.66-ის ნიშნულზე, ამ შემთხვევაში დაგეგმილია 2.96-ის ნიშნულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მთავრობა წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის გამყარებას აღარ ელოდება.