ზარდიაშილი: ბესელია პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას ძალადობით ცდილობს

როგორც იცით, დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე დაპირისპირება მოხდა. დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბესელიამ ზარდიაშვილს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მას ბოდიში არავისთან არ აქვს მოსახდელი, “რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს”. დეპუტატის განცხადებით, დღეს ვანო ზარდიაშვილი “ქართული ოცნების” სახელით ლაპარაკობდა და სწორედ ამიტომ ბესელია პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს:

ურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ის დაპირისპირებაში ჩაითრიეს, ეკა ბესელია კი პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას ძალადობით ცდილობს.