ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე კანდიდატურები წარუდგინა.

პრემიერი პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად თამარ ალფაიძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კი კარლო კაციტაძისა და ემზარ გაგნიძის კანდიდატურებს სთავაზობს.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკუთარი არჩევანი ორი კანდიდატიდან თითო-თითოზე უნდა გააკეთოს. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ზემოთ აღნიშნული სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე იქმნება, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე გააუქმა.