ბიძინა კულუმბეგოვი: ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიხატოს

20 იანვრის შემდგომ გვაქვს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლები, – ამის შესახებ, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი-2“-ის ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება.

„პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,”- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 616ახალი შემთხვევა გამოვლინდა.