საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 187 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 833 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 354 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 418 027.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.