კახეთში მწყემსმა ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუა ხნის ცოლ-ქმარი.

შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მწყემსმა მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ სახლში თანხას ეძებდა. მკვლელობა სანადირო თოფის რამდენიმე გასროლით არასრულწლოვნის თვალწინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.