უკრაინის პრკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაზარალებულად ცნო

უკრაინის პრკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევა დაადგინა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, უკრაინამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაბედა.

ბექა ბასილაიას ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან სრული საგამოძიებო მასალების მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება მას აღნიშნული მასალების გადასცეს.

,,იქ, სადაც არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, იქ, სადაც პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები თავისუფალი არიან პოლიტიკური ზეწოლისგან, მიიღეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ის ადამიანები, მათ შორის, ის ხელმძღვანელი პირები, ვინც ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში, რაც მოიცავს არაადამიანურ მოპყრობას, შესაძლოა, დაექვემდებარონ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით. უკრაინა სა საქართელო არიან მონაწილე საერთაშორისო სამართლებრივი კონვენციების, რომელიც ითალისწინებს სისხლის სამართლებრივ საქმეებზე ურთიერთდახმარებას. შესაბამისად, პირდაპირი ვალდებულებაა უკრაინული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდონ სრული საგამოძიებო მასალები” – ამბობს ბექა ბასილაია.