,,არა გაძვირებულ კომუნალურებს!” – გორში, თელავსა და ზუგდიდში აქციები იმართება

არა გაძვირებულ ელექტროენერგიას – სამ ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიცია და მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გაძვირებას აპროტესტებენ.

გორში აქცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელმაც შეკრებილებს მოუწოდა, პერიმეტრი არ გადაკეტონ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები – “მატყუარა მთავრობა”; “გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში”, “შემცირებულ გადასახად ცვლილებები მოიტანს”.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქციის მონაწილეები მერიასთან შეიკრიბნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ გაზრდილი გადასახადი მოსახლეობის აბუჩად აგდებაა.

პროტესტს უერთდება თელავიც, სადაც აქციის მონაწილეები “ენერგო პრო ჯორჯიას” ოფისთან არიან შეკრებილი.