თბილისში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

თბილიში, ვაზისუბნის დასახლებაში ერთ-ერთ კორპუსში, ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად მეუღლე ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე სასაწრაფო დახმარების ბრიგადები  და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული

ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტის პრობლემა დიდი ხანია არსებობს, რაზეც განცხადებაც დაწერეს, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია.