“მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვებელია”

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმაურება:

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. კერძოდ, დღეს რამდენად მზად არის ხელისუფლება მომზადებული შეხვდეს ამ გამოწვევებს. თუნდაც აქვს თუ არა მას სტატისტიკა, საქართველოში რამდენია მარიხუანას მომხმარებელი ასაკის მიხედვით და გათვალისწინებულია თუ არა სახელმწიფი ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იმისათვის, რომ მათ სურვილის შემთხვევაში გაიარონ  რეაბილიტაციის კურსი. სახელმწიფოს მხრიდან რამდენად დაცული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა, (საჯარო სკოლები), რომ მოზარდ-ახალგაზრდებში ისევე არ შეაღწიოს მარიხუანამ, როგორც თავის დროზე სკოლებში თამბაქოს მოხმარებამ. მარიხუანას ლეგალიზაცია კი დაუშვებელია.”

დღეს  საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელიც მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.