„არა პანკისობას!“ – თემირლანის დედას გვერდით ქალები და ბავშვები დაუდგნენ! – ინციდენტი დუისში (ვიდეო)

სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე დღეს დილიდან აპროტესტებდნენ „პანკისობა 2018“-ის გამართვას.

დაახლოებით 11 საათისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტა და სამინისტროებისა და ღონისძიებაში მონაწილე სხვა ორგანიზაციების ავტომობილებს ეზოში აღარ უშვებდა.

მოკლული ახალგაზრდის დედას გვერდით ქალები და ბავშვები დაუდგნენ, რომლებიც სკანდირებდნენ „არა პანკისობას“.

ვრცლად რეპორტაჟი და დღის ამახველი ვიდეო ნახეთ

http://radioway.ge/news/people/item/832